საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა

 საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა,-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული მეორე პირი საქართველოს მოქალაქეა, რომელსაც იტალიაში მოგზაურობის ისტორია აქვს.

„დღეს საბოლოოდ დადასტურდა, რომ პიროვნება, რომელსაც იტალიაში მოგზაურობის ისტორია აქვს, კორონავირუსით არის ინფიცირებული, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და იმყოფება დაკვირვების ქვეშ“, -განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: