ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა “საქართველოს ბანკის” თანამშრომელია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადასტურებულ კორონავირუსის შემთხვევებს შორის ერთ-ერთი, რომელმაც იტალიაში იმოგზაურა, “საქართველოს ბანკის” თანამშრომელია. ამის შესახებ ინფორმაციას ბანკში ადასტურებენ.

ინფიცირებული ქალი საქართველოში 26 თებერვალს ჩამოფრინდა.

“მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მასზე მიმდინარეობს მონიტორინგი. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან აქტიური კომუნიკაციით, პროაქტიულ რეჟიმში იდენტიფიცირებულია ყველა ის ადამიანი, ვისთანაც ინფიცირებულს ჰქონდა კონტაქტი. ამ ეტაპზე პრევენციის მიზნით ხორციელდება უსაფრთხოების ნორმების შესაბამისი პროცედურები”,-ნათქვამია “საქართველოს ბანკის” განცხადებაში. 

გავრცელებული ინფორმაციით, ფილიალი, რომელშიც აღნიშნული თანამშრომელი მუშაობდა, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მდებარეობს და ის ამ დროისთვის დაკეტილია.

Facebook Comments
%d bloggers like this: