პოლიცია დედის და დის სავარაუდო მკვლელს, 45 წლის მამაკაცს ეძებს

ჭოპორტში 45 წლამდე მამაკაცმა დედა და და, სავარაუდოდ, საკუთარ საცხოვრებელ სახლში სანადირო თოფით მოკლა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრებისა და ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის “ვ” და მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტებით დაიწყო.

შსს-ს ცნობით, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი დადგენილია და მის დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

Facebook Comments
%d bloggers like this: