კომპანია „თბილისი მედიკი“ ხვალ სამშრიან პირბადეებს ძველ ფასად, 13 თეთრად გაყიდის

ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, კომპანიის გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ პირბადეებზე ფასი არ გაიზარდოს არც-ერთი თეთრით და გაიცეს ჯერ კიდევ 2019 წლის ზაფხულის სარეალიზაციო ფასად – 13 თეთრად ერთეულზე,- ამის შესახებ კომპანია „თბილისი მედიკის“ განცხადებაში წერია, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ პირბადეების გაცემა შაბათს, 11:00 სთ-დან დაიწყება და ლიმიტირებული იქნება. ფიზიკურ პირზე 25 ცალი, სამედიცინო დაწსებულებებზე კი, 200-დან 300 ერთეული.

„კომპანია „თბილისი მედიკში“ 4- თვიანი ლოდინის შემდეგ, მივიღეთ სამშრიანი პირბადეების გარკვეული რაოდენობა (300 000 ერთეული).

ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, კომპანიის გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღნიშნულ პროდუქტზე ფასი არ გაიზარდოს არც-ერთი თეთრით და გაიცეს ჯერ კიდევ 2019 წლის ზაფხულის სარეალიზაციო ფასად – 13 თეთრად ერთეულზე.

– ჩვენი კომპანიის ღირებულებებიდან გამომდინარე მიუღებელია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროდუქტზე ფასის ზრდა ქვეყნისთვის ასეთ კრიტიკულ დროს,
სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით, აღნიშნული რაოდენობიდან ჯანდაცვის სამინისტროზე გაიცა 50 000 ერთეული.

გუნდის გადაწყვეტილებით 250 000 ერთეულ პირბადეზე დადგინდა ლიმიტები განაწილებასთან დაკავშირებით, რათა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეძლოს თავის დაცვა შესაძლო საფრთხისგან:

– ფიზიკურ პირზე გაიცემა მაქსიმუმ 25 ერთეული;
– დიდი ზომის სამედიცინო დაწესებულებაზე მაქსიმუმ 300 ერთეული;
– მცირე ზომის სამედიცინო დაწესებულებაზე მაქსიმუმ 200 ერთეული.

– პირბადეების შეძენა შესაძლებელია მისამართზე: ქ. თბილისი, ლუბლიანას ქ. 28ა
– გაცემა დაიწყება შაბათს (29 თებერვალს) 11:00-დან 17:00-მდე, ასევე საგანგებო რეჟიმში ვიმუშავებთ კვირას 11:00-დან 17:00-მდე და გაგრძელდება გაცემა სამუშაო დღეებში მარაგის ამოწურვამდე.

* ნაღდი (ბარათის გარეშე) ანგარიშსწორების შემთხვევაში გთხოვთ, თან იქონიეთ ზუსტი თანხა

„თბილისი მედიკი“-ს გუნდი გისურვებთ ჯანმრთელობას, მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ!“,-ნათქვამია განცხადებაში.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: