დონალდ ტრამპმა დემოკრატები კორონავირუსის საკითხის პოლიტიზებაში დაადანაშაულა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დემოკრატები კორონავირუსის თემის პოლიტიზებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ეს მათი მორიგი ტრიუკია.

„ახლა დემოკრატები კორონავირუსის თემის პოლიტიზებას შეუდგნენ. საერთოდ არაფერი ესმით. კორონავირუსი კი არა, თავიანთ ხმებს ვერ ითვლიან აიოვაში”, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა მხარდამჭერებთან სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, ეს დემოკრატების მორიგი ტრიუკია და მათი ნარატივი თეთრი სახლის კრიტიკაა.

„დემოკრატები ყოველთვის იტყვიან საშინელ რაღაცებს. მათ ძალიან სურთ, რომ ჩვენ დავმარცხდეთ. ჩემი ადმინისტრაცია მზადაა ამ ვირუსის წინააღმდეგ ზომების მისაღებად. აგრესიული ზომები მივიღეთ, რათა თავიდან აგვეცილა აშშ-ში ვირუსის გავრცელება. კორონავირუსისგან აშშ-ში არავინ გარდაცვლილა”,- დასძინა მან.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: