,,ერთი წამით რა, ერთი წამით! რა სისულელეა რაიმეს მედიაზე გადაბრალება?”-გია გაბრიჭიძე

,,ერთი წამით რა, ერთი წამით!
რა სისულელეა რაიმეს მედიაზე გადაბრალება?
გასაგებია, რომ დღევანდელი ქართული მედია ის არ არის რაც უნდა იყოს. გასაგებია რომ იმ პატარა გოგოშკა ჟურნალისტების ინტელექტი და განათლება ვერ აკმაყოფილებს მინიმალურ მოთხოვნებსაც კი, მაგრამ ის რომ ვიღაც გოიმები მაღაზიებს აცარიელებენ მედიის ბრალია?

ის რომ ვიღაც ნაბო@@რები ყოვლად უფუნქციო პირბადეებს ექვჯერ აძვირებენ, მედიის ბრალია?
ის რომ ვიღაც დედააფეთქებულებმა 13 ივნისის ტრაგედიის დროს ბარები და ნიჩბები 10-ჯერ გააძვირეს მედიის ბრალია?
ის რომ მდაბიო “ტურისტები” არ ითვალისწინებენ არსებულ ვითარებას და სელფის გადასაღებად ვირუსის გავრცელების ეპიცენტრში მიდიან, მედიის ბრალია?
ის რომ სიცხის დამწევებს სვამენ, რომ აეროპორტიდან გამოძვრნენ მედიის ბრალია?
ის რომ ამდენი დედამოტ@@ყნული ნაბოზვარი არსებობს მედიის ბრალია?

რაც არის მოთხოვნა, ის არის მოწოდებაც.
გევასებათ კესარიები და ნატა გულიაშვილები? – გყავთ!
გევასებათ ბუღაძეები? – გყავთ!
გევასებათ უგემოვნობა? – გაქვთ და გექნებათ!
გევასებათ მარაზმი? იცხოვრეთ და მედიას ნუ აბრალებთ.
კი ბატონო, უტვინოა რომელიმე ჟურნალისტი, მაგრამ იმასთან რა გინდათ? მოთხოვეთ იმას, ვინც დავალებას აძლევს, მოთხოვეთ იმას, ვინ ამ შტერობას ეთერში უშვებს. მოთხოვეთ იმას, ვინც აძვირებს.
ბარემ ისიც ვთქვათ, რომ ტელევიზიების უმრავლესობის საინფორმაციოები გადასულია იმაზე, რომ შეიქმნას დაძაბული ფონი, აპოკალიფტური სიტუაცია.
გადასულია იმაზე რომ ნათელაშვილმა თქვას – ივანიშვილს საპნის ბიზნესი აქვსო, ან კუპრავამ თავისი ცემა გახარიას დააბრალოს.
ვინ აკეთებს ამას? მიკროფონიანი პატარა გოგო, თუ საინფორმაციოს ის უფროსი, ან ტელეკომპანიის ის მფლობელი, რომელიც ამ ბავშვს დავალებას აძლევს, და რომელსაც “საზოგადოებაში” მოწიწებით ხვდებიან?
ვინ აკეთებს ამას? იქნებ ის ხალხი, ვინც ნიჩბებს აძვირებს და ფეხებზე ჰკიდია არჩევნები?

იქნებ ის ხალხი რომლებმაც თავიანთი ღორული სიხარბით, ოღონდ დღეს მე ვიშოვო და ხვალ ამ ქვეყანას დედაც მოსტყ@@ვნიაო? ის ხალხი, რომლებმაც იშოვეს პარლამენტში, მთავრობაში, ელიავას კონტეინერებში, აფთიაქებში, საბავშვო ბაღების მომარაგებებში, ქრთამების აღებებში, ათას სხვა საქმეში და მათ იმის ნაცვლად, რომ გამარჯობაც არ ვუთხრათ, პატივისცემით ვხვდებით?
მედიაა ამაში დამნაშავე?
რა ხალხს თვალები, ყურები და აზროვნება არა აქვს?
მიკროფონიან ბავშვებს თავი დაანებოს ყველამ და საკუთარ კორონა-ვირუსს მიხედოს!!! “-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, ჟურნალისტი, გია გაბრიჭიძე

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: