თბილისის ბაგა – ბაღებში ორ კვირიანი არდადეგები გამოცხადდა

თბი­ლი­სის ბაგა – ბა­ღებ­ში ორ კვი­რი­ა­ნი არ­და­დე­გე­ბი გა­მო­ცხად­და. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ თბი­ლი­სის ბაგა-ბა­ღე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, 2 მარ­ტი­დან 16 მარ­ტამ­დე ბა­ღებ­ში აღ­მზრდე­ლო­ბი­თი პრო­ცე­სი შე­ჩერ­დე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, დღეს, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით შექ­მნი­ლი უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს მო­რიგ სხდო­მა­ზე გა­და­წყდა, რომ პრო­ფი­ლაქ­ტი­კის მიზ­ნით, სკო­ლებ­ში ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი და­მა­ტე­ბი­თი სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბის­თვის, სკო­ლებ­ში სა­გა­ზა­ფხუ­ლო არ­და­დე­გე­ბი, 9 მარ­ტის ნაც­ვლად, 2 მარ­ტი­დან და­ი­წყე­ბა და 16 მარ­ტამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა.

Facebook Comments
%d bloggers like this: