კორონავირუსით დაინფიცირებული საქართველოს მოქალაქეების მდგომარება დამაკმაყოფილებელია

საქართველოს მოქალაქეებს რომლებაც კორონავირუსი დაუდასტურდათ თავს კარგად გრძნობენ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამადაკმაყოფილებელია.

ისინი თბილისი ინფექციურ საავადმყოფოში გადიან მკურნალობის კურსს. კლინიკაში მათთან ერთად მედიკოსები კიდევ 40 პაციენტს აკვირდებიან.

ცნობილია, რომ ინფექციურ საავადმყოფოში მიმართვიანობა მომატებულია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერავლს დაფიქსირდა. ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვირუსი ირანის გავლით აზერბაიჯანის საზღვრიდან შემოსულ საქართველოს მოქალაქეს დაუდასტურდა.

Facebook Comments
%d bloggers like this: