საჩხერის საკარანტინო ზონაში დარჩენილ პაციენტებს ვირუსის ნიშნები არ აქვთ

საქართველოში, ჩინეთიდან ევაკუირებული 34 მოქალაქიდან საჩხერის სასტუმროში კარანტინის რეჟიმში ამ დროისათვის 31 მოქალაქე რჩება. საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორის მიხეილ ქამუშაძის თქმით, სამი მოქალაქე კარანტინის გავლას საკუთარ სახლში განაგრძობს.

როგორც ქამუშაძე განმარტავს, მოქალაქეების გაშვებამდე მათი საცხოვრებელი პირობების შესწავლა და იმის გარკვევა მოხდა, რამდენად შეძლებდნენ ისინი საკუთარ სახლებში კარანტინის გავლას. დარჩენილი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობას ეპიდემიოლოგები აკვირდებიან. ვირუსის ნიშნები არცერთ პაციენტს არ აღენიშნება.

Facebook Comments
%d bloggers like this: