სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები შეცვლილი დროით დაიწყება

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, დღეს, კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით შექ­მნი­ლი უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს მო­რი­გი სხდო­მა გა­ი­მარ­თა.

პრე­მი­ე­რის პრეს­სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სხდო­მა­ზე კო­ორ­დი­ნი­რე­ბულ რე­ჟიმ­ში მი­ღე­ბუ­ლია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, პრო­ფი­ლაქ­ტი­კის მიზ­ნით, სკო­ლებ­ში ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი და­მა­ტე­ბი­თი სა­დე­ზინ­ფე­ქიო სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბის შე­სა­ხებ.

იმის­თვის, რომ ყვე­ლა სკო­ლის დე­ზინ­ფექ­ცი­ის­თვის იყოს საკ­მა­რი­სი დრო, სკო­ლებ­ში სა­გა­ზა­ფხუ­ლო არ­და­დე­გე­ბი, 9 მარ­ტის ნაც­ვლად, 2 მარ­ტი­დან და­ი­წყე­ბა და 16 მარ­ტამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა.

გარ­და ამი­სა, უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მა­ზე მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, გაძ­ლი­ერ­დე­ბა სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში და სა­ბავ­შვო ბა­ღებ­ში.

და­ვა­ლე­ბე­ბი უკვე მი­ღე­ბუ­ლი აქვთ შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხუ­რებს, მათ შო­რის, თბი­ლი­სის მე­რი­ის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში არ­სე­ბულ ქვე­უ­წყე­ბებს.

“ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო და შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბი კო­ორ­დი­ნი­რე­ბულ რე­ჟიმ­ში აქ­ტი­ურ მუ­შა­ო­ბას გა­ნაგ­რძო­ბენ. ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა უწყე­ბა­თა­შო­რის სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ, ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ ამ ეტაპ­ზე კა­რან­ტინ­ში 170 ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბა.

უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო კა­რან­ტინ­ში გა­დაყ­ვა­ნილ პი­რებს მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გა­მოვ­ლე­ნი­სა და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბის­თვის მად­ლო­ბას უხ­დის.

საბ­ჭოს სხდო­მა­ზე კი­დევ ერთხელ ხაზ­გას­მით აღი­ნიშ­ნა, რომ პა­ნი­კის სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლობს ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან და სრუ­ლად მარ­თავს პრო­ცესს.

უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს დღე­ვან­დელ სხდო­მას ეს­წრე­ბოდ­ნენ პარ­ლა­მენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვი­სა და სო­ცი­ა­ლურ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტი – კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე დი­მიტ­რი ხუნ­და­ძე და თბი­ლი­სის მე­რის მო­ად­გი­ლე სოფო ხუნ­წა­რია”, – ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

Facebook Comments
%d bloggers like this: