რესპუბლიკურ საავადმყოფოს საკარანტინო ზონის შესაქმნელად ამზადებენ

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, კლინიკას ამზადებენ საკარანტინო ზონის შესაქმნელად, სადაც თავს მოიყრის ყველა ის ადამიანი, რომელიც შესაძლებელია იყოს კორონავირუსით დაინფიცირების მაღალი რისკის მატარებელი.

„ აქ მოხდება პაციენტებზე დაკვირვება და ჩვენს ბოქსირებულ პალატებში გავაგრძელებთ მათ მკურნალობას . 88 ადამიანის მიღება შეგვიძლია. ამ წუთას დამთავრდა პერსონალის ტრენინგი, თუ როგორ უნდა მოიქცნენ კორონავირუსის შემთხვევაში. პერსონალის დატრენნგება და უსაფრთხოების დაცვაც ნაბიჯ-ნაბიჯ გაგრძელდება. შესაძლოა, ხვალიდან ან ზეგიდან უკვე დავიწყოთ პაციენტების მიღება. ამისთვის საავადმყოფოდან სხვადასხვა კლინიკებში გადაგვყავს ავადმყოფები.“,-განაცხადა მან.

Facebook Comments
%d bloggers like this: