ამირან გამყრელიძე უმაღლეს სასწავლებლებს სწავლების ონლაინ რეჟიში გაგრძელებას სთხოვს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა უმაღლეს სასწავლებლებს სწავლების ონლაინ რეჟიმით გაგრძელების რეკომენდაცია მისცა.

მისი თქმით, სასწავლო დაწესებულებებს, რომლებსაც მაღალი ტექნოლოგიები ონალინ რეჟიმში მუშაობის საშალებას აძლევს სასურველია ეს შესაძლებლობა ახლა იქნას გამოყენებული.

“უმაღლეს სასწავლებლებს მინდა ვთხოვო გავიზიაროთ ის გამოცდილება რაც დღეს ჩინეთს და სახვ ქვეყნებს აქვთ. სწავლების, დიდი თავშეყრის, კონფერენციების, სხდომების ორგანიზება გადადის ონლაინ, ანუ ვირტუალურ რეჟიმში. შესაძლებელია გამოვიყენოთ ეს მეთოდები, ჩვენს ქვეყანაში მაღალი ტექნოლოგიები გვაძლევს ამის საშულეაბას. სადაც ეს შესაძლებელია სასურველია კომუნიკაცია იყოს ონალინ რეჟიმში”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: