აშშ-მ და „თალიბანმა“ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ავღანეთში მშვიდობის დამყარებას ემსახურება

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და „თალიბანმა“ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც 18 წელზე მეტი ხნის კონფლიქტის შემდეგ ავღანეთში მშვიდობის დამყარებას ემსახურება.

აშშ და ნატო-ს მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ 14 თვის განმავლობაში მთელი ქვეყნიდან თავიანთი ჯარების გაყვანა მოხდება.

დოკუმენტზე ხელის მოწერის ცერემონიალს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და „თალიბების“ ლიდერი დოჰაში დაესწრნენ.

მედიის ცნობით, ხელმოწერის შემდეგ მოლაპარაკებები „თალიბანსა“ და ავღანეთის მთავრობას შორის უნდა გაიმართოს.

დოკუმენტის თანახმად, „თალიბანი“ იღებს პასუხისმგებლობას, რომ არ დაუშვან „ალ-ქაიდას“ და სხვა რომელიმე ექსტრემისტული ჯგუფის მოქმედება იმ ტერიტორიებზე, რომელსაც ისინი აკონტროლებენ.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: