აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილ ქალს ინფიცირებული ქვეყნებიდან ჩასულებთან კონტაქტი არ ჰქონია

აშშ-ში ვაშინგტონის შტატის გუბერნატორმა ჯეი ინსლიმ რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რაც კორონავირუსით გარდაცვალების პირველ შემთხვევას უკავშირდება. ინფორმაცია ვებგვერდზე „პოლიტიკა“ გამოქვეყნდა. 

„ახლა ჩვენი პრიორიტეტია ინფექციის გავრცელების შეჩერება“,-განაცხადა ინსლიმ, მან ჰიგიენის დაცვაზე გაამახვილა ყურადღება: ხელის დაბანა, ზედაპირის დეზინფექცია, და ავადმყოფობის პერიოდში სახლის პირობებში დარჩენა.

აშშ-ში გუშინ კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 50 წლის ქალი, რომელიც ქვეყნიდან არ იყო გასული და ინფიცირებული ქვეყნებიდან ჩამოსულებთან კონტაქტი არ ჰქონია. 

აშშ-ში ამჟამად კორონავირუსით ინფიცორებულია 70 ადამიანი. სულ მსოფლიოში, უკანასკნელი ცნობებით, 86,9 ათასი შემთხვევაა დარეგისტრირებული, უმეტესობა ჩინეთზე მოდის. გარდაცვლილთა რიცხვია 2,9 ათასი, გამოჯანმრთელდა 42,1 ათასი ადამიანი. 

Facebook Comments
%d bloggers like this: