გიორგი ვაშაძე: “ქართული ოცნება” მანდატებით ვაჭრობს

“ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე მედიასთან საუბრისას ამბობს, რომ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული საარჩევნო მოდელი არ შეესაბამება პროპორციულ სისტემას და ეს მანდატებით ვაჭრობას ჰგავს.

ვაშაძის თქმით, “ქართული ოცნება” უმძიმეს პირობებშია და უკან იხევს.

“ქართული ოცნება” უმძიმეს ვითარებაშია და უკან იხევს, მას არ გაუვიდა მსოფლიო თაღლითობა. 

პირდაპირ გეუბნეით ცალკე აღებულ სქემას 110 / 40-ზე ვერ დავთანხმედებით. ვერ დავთანხმდები რადგან ხალხს ვერ მოვატყუებ, რომ ეს არის პროპორციული სისტემისკენ გადადგმული ნაბიჯი. რასაც ქართული ოცენება აკეთებს ეს არის მანდატებით ვაჭრობა.”- ამბობს ვაშაძე.

შეგახსეენებთ, რომ დღეს “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში გაიმართა საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა, რასაც პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა.

შეხვედრის მთავარი თემა 2020-ის საარჩევნო სისტემაზე მსჯელობა იყო. უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება გაერთიანებულ ოპოზიციას შესთავაზოს საარჩევნო სისისტემა 110/40-ზე.

Facebook Comments
%d bloggers like this: