თენგიზ ცერცვაძე – რელიგიის კომპეტენციაში ვერ ჩავერევი, მაგრამ მე რეკომენდაციას გავუწევდი ერთჯერად კოვზებს

რელიგიის კომპეტენციაში ვერ ჩავერევი, მაგრამ რა თქმა უნდა, რეკომენდაციას გავუწევდი ერთჯერად კოვზებს ზიარების დროს,-ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს 32 საეჭვო პაციენტიდან აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეა. 

„მათგან მხოლოდ ერთ პაციენტს აქვს პნევმონია, აღებულია მასალა და ველოდებით პასუხს. ისინი, ვისაც არ დაუდასტურდა კორონავირუსი, მაგრამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ვინაიდან იმყოფებოდნენ რისკ-ქვეყნებში, 14 დღე უნდა დარჩნენ არა საავადმყოფოში, არამედ საკარნტინო სივრცეში, ამიტომ მათთვის გამოყოფილია სივრცეები აბასთუმანში, საჩხერესა და რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

ჩემი ემპირიული ანგარიშით, საავადმყოფო გაიარა დაახლოებით 120-მა ადამიანმა. ახალი ანალიზების პასუხები იქნება დღეს, 17: 00 საათისთვის. რაც შეეხება საქართველოს ბანკის თანამშრომელ 31 წლის ქალს, მისი მდგომარეობა ნორმალურია, აღენიშნება 37,1 გრადუსი ტემპერატურა და ითვლება რომ ინფექცია მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს“,-განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. 

რელიგიის კომპეტენციაში ვერ ჩავერევი, მაგრამ რა ტქმა უნდა, რეკომენდაციას გავუწევდი ერთჯერად კოვზებს ზიარების დროს. 

Facebook Comments
%d bloggers like this: