ირაკლი კობახიძე: ოპოზიციას ვთავაზობთ ზუსტად ისეთივე შედეგის დადგომას, რასაც მათ მიერ შემოთავაზებული სისტემა 130/20-ზე უზრუნველყოფს

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ განაცხადა რომ მმართველმა გუნდმა ოპოზიციისთვის საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ახალი მოდელი შეიმუშავა.

კობახიძის თქმით, ახალ სისტემაში მთავრი პრინციპი არის ის რომ პარტია, რომელიც აიღებს 40%-ზე ნაკლებს  მთავრობას ერთპარტიულად ვერ ჩაოაყალიბებს.

“შეხვედრა შედგა საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში. მას ხელმძღვანელობდა პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. რა თქმა უნდა მათავრი საკითხისარჩევნო სისტემის განხილვა იყო. წარვადგინეთ ის პრინციპები და დეტალები, რომელიბიც ჩვეს საარჩევნო მოდელს უკავშირდება. სამწუხრადოდ განიხილვის დეტალებში ვერ შევდივართ, ვინაიდან ამასთან დაკავშრებთ გვაქვს შეთანხმება ოპოზიციასთან, არც ისინი შედიან საჯაროდ საარჩევნო სისტემის დეტალების განხილვაში. თუმცა პრინციპები უცვლელ რჩება. მთავრი არსი მდგომარეობს იმაში რომ პარტია, რომელიც  40%-ზე ნაკლებს აიღებს მთავრობას ერთპარტიულად ვერ ჩაოაყალიბებს. 

ნაცვლად პროპორციის ცვლილებისა ჩვენ ვთავაზობთ ალტერნეტიულ ვარიანტს რომელიც ზუსტად ისეთივე ეფექტურია და უზრუნველყოფს ზუსტად გიგივე შედეგის დადგომას, რასაც უზრუნველყოფდა ოპოზიციის მიერ შემოთავაზებული 130/20-ზე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Facebook Comments
%d bloggers like this: