რესპუბლიკურ საავადმყოფოში ინფექციური კლინიკიდან 13 პაციენტი გადაიყვანეს

“რესპუბლიკურ საავადმყოფოში 13 პაციენტია მოთავსებული, რომლებიც ინფექციური საავადმყოფოდან დაკვირვებისთვის გადმოიყვანეს” – ამის შესახებ ნ. ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი ლევან გოფოძე საუბრობს.

“ყველა პაციენტს გავლილი აქვს ტესტი კორონავირუსზე და ყველა მათგანი უარყოფითია. მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და არ გვყავს მძიმე პაციენტები, თუმცა ისინი წესისამებრ იზოლირებულები არიან. მხოლოდ 4 მათგნას აღენიშნებოდა ცხელება 37-37.2 დანარჩენებს ცხელება არ ჰქონიათ. ახლა ველოდებით ინფექციონისტებს, რომლებიც პაციენტების ჯანმრთელობას შეამოწმებენ და გვეტყვიან ვინ უნდა დარჩეს და ვინ უნდა გაეწეროს,” – ამბობს ლევან გოფოძე.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: