სომხეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა

სომხეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა, – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე წერს.

მისი ინფორმაციით, დაინფიცირებული 29 წლის ახალგაზრდა მამაკაცი რამდენიმე დღის წინ სომხეთში მეზობელი ირანიდან ჩავიდა.

„მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია,“ – წერს ფაშინიანი. პრემიერ-მინისტრის თქმით, მოხდება ყველა იმ პირის იზოლირება, რომელსაც ინფიცირებულთან შეხება ჰქონდა.

შეგახსენებთ, ერთი კვირის წინ სომხეთმა ირანთან საზღვარი ჩაკეტა და საჰაერო მიმოსვლა აკრძალა.

Facebook Comments
%d bloggers like this: