ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

ფოთში, ე.წ. კოკაიას ხეივნის საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგარზდა კაცი დაიღუპა.

ცნობილია, რომ ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახა, რის შედეგადაც მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ადგილზე დაიღუპა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანაპორტოს ექსპლუატაციის ან მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიამის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: