ჯანდაცვის მინისტრი: მადლობა მინდა გადავუხადო სამედიცინო პერსონალს, რომელიც 24 საათის განმავლობაში ზრუნავს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე

“მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს სამედიცინო პერსონალს, რომელიც 24 საათის განმავლობაში ასრულებს თავის პროფესიულ მოვალეობას და ზრუნავს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე”, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულებისას განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, სამივე პაციენტი, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ თავს კარგად გრძნობენ და მკურნალობას ექვემდებარებიან.

ამასთან ტიკარაძემ მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპისთვის საქართველოშიეპიდემიის გავრცელების რისკი დაბალია.

“დაკვირვების ქვეშ, საკარანტინო სივრცეებში, 100-ზე მეტი პირი არის მოთავსებული. ამავედროს ვმუშაობთ დამატებითი სივრცეების მოძიებაზე. მიმდინარეობს მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთანაც. დღეის მდგომარეობით ქვეყანაში ეპიდსიტუაცია არის დამაკმაყოფილებელი. ამ ეტაპისთვის საქართველოშიეპიდემიის გავრცელების რისკი არის დაბალი, მოსახლეობას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ”, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი შეხვედრა დღეს გაიმართა.

Facebook Comments
%d bloggers like this: