თენგიზ ცერცვაძე: ინფექციური საავადმყოფოს შენობის მდგომარეობაზე პასუხვს ვერ ვაგებთ

ს.ს. ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე კლინიკის შენობისა და მედპეროსნალის შესახებ საუბრობს.

ცერცვაძის განცხადებით, ინფექციური საავადმყოფოს შენობა ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილებაა, რომელიც მისი გარემონტების კატეგორიული წინააღმდეგია, შესაბამისად მედპეროსნალი მის ინფრასტრუქტურაზე პასუხს ვერ აგებს.

“მედალს ორიმხარე აქვს, თუ ვინმე ინფექციური კლინიკის შენობის მდგომარეობას ჩათვლის პაციენტის მომსახურების დაკმაყოფილების კრიტერიუმად მაშინ ვიტყვი რომ ის ვერ აკმაყოფილებს მას. მაგრამ ეს არ არაის დაკავშირებული ინფექციური საავადმყოფოს მედპერონალთან. ელემანტარულად იმიტომ რომ ეს შენობა ჩვენ არ გვეკუთვნის. ეს შენობა ეკუთვნის ერთ-ერთ კერძო კომპანიას რომელიც კაერგორიულ უარს აცხადესბ მისი სარემონტო სამუშაებიც ჩატარებაზე რომელიც ჩვენ არერთხელ ვითხოვეთ. იქ ვართ მდგმურები, ამიტომ თვითონ შენობის მდგომარეობაზე ჩვენ პასუხვს ვერ ვაგებთ არ გვაქვს ბერკეტები რომ ჩავერიოთ ამ პროცესში”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ “იმედის” ეთერში.

მისივე თქმით,  შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრში მაღალი კვალიფიკაცისა და დიდი გამოცდილების მქონე მედპერსონალი მუშოაბს, რომლებიც პაციენტებს გამოსაჯანმრთელაბლად სრულ სერვისს სთავაზობს.

“რაც შეეხბეა მომსახურების სერვისებს, ბოლოსდაბოლოს კედლები და იატაკი არ მკურნალობს პაციენტს პაციენს მკურნალობენს ექიმები, სერვისები, გამოცდილება, მოვლა და მეთოდები სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებრომ ეს სერვისები არის ჩვენს საავადმყოფოში. ჩვეს ცენტრში სამედიციონო მომსახურება უმაღლეს დონეზეა, ძალიან დიდი გამოცდილების მქონე მედპერსონალი გვყავს. საკმარისია ითქვას რომ ჩვენი ცენტრი უზრუნველყოფს c ჰეპატიტის განკურნების ყველაზე მაღალ 93 %-ს ეს მთელმა მსოფლიომ იცის. გამორიცხულია არასათანადო მკურნალობა და სერვისები ამ ცენტრში” – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

Facebook Comments
%d bloggers like this: