TESLA კალიფორნიაში მსოფლიოში უმსხვილეს ენერგოსაცავს ააშენებს 

ამერიკულმა კომპანია TESLA-მ კალიფორნიის ელექტროსადგურ მოსს-ლენდინგის  მსოფლიოში უმსხვილეს ელექტროსაცავად გადაკეთების ნებართვა მიიღო. ამის შესახებ გამოცემა CleanTechnica იუწყება.

Tesla აღნიშნულ პროექტზე ამერიკულ კომპანია PG&E-სთან ერთად იმუშავებს.მშენებლობის დაწყება მარტში იგეგმება და 2020 წლის ბოლოსთვის სავარაუდოდ, დასრულებული იქნება. საცავში დაგროვდება ენერგია, რომელსაც ქარის ელექტროსადგურებისა და მზის ბატარეებისგან მიიღებენ.

ენერგოსაცავი 10-ჯერ დიდი იქნება, ვიდრე TESLA-ს წინა პროექტი, რომელიც 30 ათას სახლს უზრუნველყოფს ელექტროენერგიით. 

კომპანიამ ავსტრალიური საცავი 100 დღეში ააშენა 2017 წელს. იმ მომენტისთვის ის სამჯერ დიდი იყო, ვიდრე დედამიწაზე არსებული ნებისმიერი ელექტროსაცავი. ჰორნსდეილი აღჭურვილია მსოფლიოში უმსხვილესი ლითიუმ-იონური აკუმულატორით: მისი სიმძლავრე 100 მეგავატია, ტევადობა კი 129 მვტ/სთ. კალიფორნიული საცავის ტევადობა 1200 მვტ/სთ იქნება. 

Facebook Comments
%d bloggers like this: