თურქეთში Sputnik-ის თანამშრომლებს უცნობი პირები ბინებში მიუვარდნენ

ანკარაში უცნობი პირები რუსეთის საინფორმაციო სააგენტო Sputnik-ის სამ თანამშრომელს თავს დაესხნენ. ამის შესახებ RT-ს მთავარმა რედაქტორმა, მარგარიტა სიმონიანმა განაცხადა.

მისი თქმით, რედაქციის თანამშრომლებს  საცხოვრებელ ადგილებზე ორგანიზებული ჯგუფები მიუვარდნენ. თითოეული დაახლოებით 10 ადამიანისგან შედგებოდა. რედაქტორის თქმით, ის პოლიციის მოქმედებას ელოდება.

„და კიდევ ერთი კითხვა, საიდან გაიგეს თავდამსხმელებმა ჩვენი თანამშრომლების მისამართები, თანაც ისეთი თანამშრომლების, რომლებიც საჯაროდ არ არიან ცნობილი“,-ამბობს სიმონიანი.

სააგენტო „სპუტნიკ თურქეთი“ იუწყება, რომ თავდამსხმელები პოლიციის მისვლამდე გაუჩინარდნენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

Facebook Comments
%d bloggers like this: