ფადი ასლი არგუმენტის მაგივრად პირად შეურაცხყოფაზე გადავიდა, რაზეც პასუხი აუცილებლად გაეცემა

ფადი ასლის, როგორც ჩანს, მართლა მწარედ მოხვდა ჩემი პოსტი, სადაც მის მიერ ციფრების მანიპულაცია ვამხილე, არგუმენტის მაგივრად კი პირად შეურაცხყოფაზე გადავიდა,- ასე გამოეხმაურა ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სავაჭრო პალატის ხელმძღვანელ ფადი ასლის მიერ მისი მისამართით გაკეთებულ შეურაცხმყოფელ პოსტს.

გიორგი ცუცუქირიძის თქმით, ფადი ასლის მომავალში პასუხი აუცილებლად გაეცემა.

„ერთს კი დავძენ პასუხად, რადგან დემოკრატიის ბედი ასე აღელვებს, მართლა ნამდვილი დემოკრატია არის ქვეყანაში, სადაც საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი არის პირი, რომელსაც არა თუ იმ ქვეყნის პატივისცემა არა აქვს სადაც საქმიანობს, არამედ ელემენტარული ზრდილობის ნორმებიც არ იცის, სხვა საკითხებს, მათ შორის ეკონომიკის ცოდნას თავი რომ დავანებოთ“,- წერს გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, გიორგი ცუცქირიძემ  ფადის ასლი დაადანაშაულა ციფრებით მანიპულაციში, რომლის ერთადერთი ამოცანა იმის ჩვენებაა, თითქოს ქვეყანა ქართული ოცნების მმართველობის პირობებში განიცდის ეკონომიკის შემცირებას.

ცუცქირიძის პოსტს ფადი ასლის გაღიზიანება მოჰყვა. მან ეკონომისტს საბჭოთა აზროვნების შაბათ-კვირის ეკონომისტი და იდიოტი უწოდა.

Facebook Comments
%d bloggers like this: