ამირან გამყრელიძე: დღევანდელ მდგომარეობას WHO პანდემიური მზადყოფნის ფაზად განიხილავს

“სწრაფად იზდება კორონავირუსის გავრცელების არეალი ჩინეთს მიღმა. ამიტომ დღევანდელ მდგომარეობას WHO პანდემიური მზადყოფნის ფაზად განიხილავს”.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, საქართველოში თებერვლის ბოლოდან კლინიკურად და ლაბორატორიულად ჯამში 171 ადამიანის გამოკვლევა მოხდა, საიდანაც კორონავირუსი 3 პაციენტს დაუდასტურდა. მათი მდგომარეობა სტაბილურია და ისინი ბოქსირებულ განყოფილებაში გადიან მკურნალობას.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით კარანტინში 97 ადამიანი იმყოფება და მიმდინარეობს მათზე დაკვირვება. ამავდროულად 40 ადამიანი იმყოფება საავადმყოფოებში, როგორც შესაძლო შემთხვევა. მათგან 14-ს უკვე გაუკეთდა კვლევა კორონავირუსზე და პასუხები დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი. 

შგახსენებთ, რომ კორონავირუსმა მსოფლიო 65 ქვეყანა მოიცვა. ჩინეთში ინფექციით გარდაცვლილია 2900-მდე ადამიანი, ხოლო მის გარეთ გარდაცვალების 104 ფაქტი დაფიქსირდა.

Facebook Comments
%d bloggers like this: