გენერალი შოთა გორგოძე გარდაიცვალა

საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, გენერალ-ლეიტენანტი შოთა გორგოძე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გენერლის გარდაცვალება „ინფო ფოსტალიონს“ მისმა ახლო ნათესავმა დაუდასტურა. როგორც მან გვითხრა, გორგოძე შვილის და მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ავადმყოფობდა.

შოთა გორგოძის გარდაცვალებაზე წერს შ.ს. თბილისის სამმართველოს ყოფილი უფროსი, გენერალი სოსო ალავიძე.

„იდევ ერთი დიდებული ადამიანი წავიდა, შოთა გორგოძე, მის სახელთან უამრავი კეთილი მოგონება იქნება დაკავშირებული, მისი ხელდასმა და მომავლის დალოცვა არასდროს დამავიწყდება. ყოველთვის ვიქნები გულნატკენი, დიდი ტკივილის და გაჭირვების დროს სათანადოდ რომ ვერ დავუდექი გვერდში. ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროს!“,-წერს სოსო ალავიძე.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: