იაშვილის კლინიკის დირექტორი: ეპიდემიისგან ძალიან შორს ვართ

იაშვილის სახელობის საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის განცხადებით, საქართველო ეპიდემიისგან ძალიან შორსაა.

“წლევანდელი გრიპის ვირუსის დროს 100 000 მოსახლეზე 200-250 შემთხვევა ფიქსირდებოდა და ვამბობდით, რომ შორს ვართ ეპიდემიისაგან, რადგან ეპიდემიის შემთხვევაში 400-450 ადამიანი უნდა დაინფიცირდეს, ხოლო კორონავირუსის შემთხვევაში ჩვენ გვაქვს 3 შემთხვევა 3,5 მლნ-იან ქვეყანაში, ასე, რომ ეპიდემიაზე კი არა, გახშირებულ შემთხვევებზეც კი ლაპარაკი არ არის”,- განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

მისივე თქმით, ბავშვს, რომლის დედასაც კორონავირუსი დაუდასტურდა, აღნიშნული ინფექცია არ აღმოაჩნდა. ზოგადად კი ძალიან მცირეა იმ ბავშვების რიცხვი, რომელთაც მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსი დაუდასტურდათ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი მსოფლიოს 65 ქვეყანაშია გავრცელებული. ჩინეთში ამ ვირუსით 2873 ადამიანია გარდაცვლილი, ხოლო მის ფარგლებს გარეთ გარდაცვალების 104 ფაქტი

Facebook Comments
%d bloggers like this: