ინფექციურ კლინიკაში მყოფ რვა პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა, რვას კი, ტესტი დღეს ჩაუტარდება

Nusagi

ინფექციურმა კლინიკამ ლუგარის ლაბორატორიიდან რვა პაციენტის კვლევის შედეგები მიიღო, რომელთაგან ახალი კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხი იუწყება.

ინფექციურის ბოქსირებულ განყოფილებაში დღეს 09:00 საათის მდგომარეობით 19 პაციენტი იმყოფება, მათ შორის არის ის სამი პირი, რომელთაც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდგინდათ.

„09.00 საათისთვის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში 19 პაციენტია, რომელთა შორის სამს რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდგინდა. დღეს დილით ლუგარის ცენტრიდან რვა პაციენტის პასუხი მოვიდა და ყველა უარყოფითია, ასევე მათ არც „ა“ და არც „ბე“ ტიპის ვირუსი არ აქვთ. შესაბამისად, ინფექციურ საავადმყოფოში ჰოსპიტალიზებას არ ექვემდებარებიან და საკარანტინო ზონაში გადავლენ. რაც შეეხება დანარჩენ რვა პაციენტს, რომლებიც ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფებიან, მათ ლუგარის ცენტრი ტესტირებას დღეს დილითვე ჩაუტარებს და პასუხები დღის ბოლომდე იქნება ცნობილი“, – აცხადებენ კლინიკაში.

ამასთან, ინფექციური საავადმყოფოს ცნობით, ყველა პაციენტი საქართველის მოქალაქეა და ისინი შემხებლობაში იყვნენ ირანთან და იტალიასთან.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: