ინფექციურ საავადმყოფოს მილანიდან ჩამოსულმა საქართველოს სამმა მოქალაქემ მიმართა

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 22 პაციენტია მოთავსებული. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ინფექციურში დილის 10:00 საათისთვის 19 პაციენტი იყო მოთავსებული, რომლებსაც ეტაპობრივად უტარდებათ გამოკვლევა. ამ დროისთვის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს დაემატა სამი პაციენტი, რომელიც თბილისში მილანიდან დაახლოებით 2-3 დღის წინ დაბრუნდნენ.

„მათი მდგომარეობა მძიმე არ არის, მნიშვნელოვანი ჩივილები არ გააჩნიათ. დაბალი სიცხე აღენიშნებოდათ. ინფექციურში სიფრთხილის მიზნით არიან მოსულები“, – აცხადებს მარინა ენდელაძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: