ირანელმა ფეხბურთელმა კორონავირუსის შედეგად გარდაცვალება უარყო

ირანელმა ფუტსალის ფეხბურთელმა ქალმა ილჰამ შეიხმა კორონავირუსის შედეგად გარდაცვალება უარყო, – იუწყება “ნიუ იორკ ტაიმსი”.
მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 28 თებერვალს ტელეკომპანია CGTN-მა გაავრცელა.

23 წლის შეიხმა განაცხადა, რომ აბსოლუტურად ჯანმრთელია, მის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ეს შეცდომა იმასთანაა დაკავშირებული, რომ ირანის ქალაქ კუმში მისი გვარ-სახელის მქონე გოგონა გარდაიცვალა.
მთელ მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირების 85 403 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 2 995 ადამიანი.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: