Advertisements

მშვიდობით ჩვენო “პაჟალუსტა მინისტრო”, ჩვენ მართლაც აღმოვჩნდით “პატრიოტები წინწკლებში”- თეა შაყულაშვილი

,,რა საოცარია წუთისოფელი. შოთა გარდაცვლილა გორგოძე, ჩვენი “პაჟალუსტა” მინისტრი. მახსოვს, იპოდრომზე ერთი გაქუცული ცხენი ყავდა, “არაბულ ულაყად მოვუნათლეთ” და “ძმრად ვადენდით” . ის ეთერიც მახსოვს “დემოკრატია გინდებლარიენ პაჟალუსტა?”, მაგისი უბოროტო “ბიჭებიც” – “ვითომ” გზებს რომ გვიკეტავდნენ, “დაგახევთ პაგონებს” – რომ ვუყვიროდით და ერთხელ არ გამოსულან წყობიდან. ყველაზე მძიმე პერიოდის მინისტრი, რომლის მილიციამაც საოცარი გმირობის მაგალითი აჩვენა 9 აპრილს.

Nusagi

იმ საოცრად არეულ ქვეყანაში, იმ ქაოსსა და ეროვნულ- პატრიოტულ უმეცრებაში გადავარდნილი, “გადადგეს გორგოძეს” რომ გავყვიროდი, უფალი რომ გამომცხადებოდა და ეთქვა-“ბევრი წლების მერე, გაზაფხულის თბილ საღამოს გაიგებ ამ კაცის გარდაცვალებას და ისე გეტკინება გული, როგორც ძალიან ახლობელი ადამიანის დაკარგვისასო”- ნეტავ თუ დავიჯერებდი? პირველად დავფიქრდი, რომ დრო მართლაც ყველაფრის შემფასებელი და გადამფასებელია, შეიძლება გმირი არ იყო, მაგრამ წახვიდე ასე კაცურად, აღარასოდეს გაერიო პოლიტიკაში, არ იხტუნაო პარტიებში, არ გაყიდო მეგობრები, არ ჩაებღაუჭო სკამს, მოკლედ არ იკადრო ყველაფერი მაშინ, როცა “კადრება” გამოსავალია. მშვიდობით ჩვენო “პაჟალუსტა მინისტრო”, ჩვენ მართლაც აღმოვჩნდით “პატრიოტები წინწკლებში”, რომლებმაც მხოლოდ ერთმანეთის დამცირება და შეჭმა ვისწავლეთ.
მოკლედ, როგორც ამბობენ,
“აქაც კარგი კაცი იყავ, იქ ნათელი დაგადგესა”

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული