მოდა

რამზან კადიროვის ქალიშვილმა პარიზში თავისი კოლექციის ჩვენება გამართა

Nusagi

ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის ქალიშვილმა, აიშატ კადიროვამ, რომელიც სამოდელო სახლ Firdaws-ს ხელმძღვანელობს, კოლექციის ჩვენება პარიზში გამართა. ინფორმაციას „ბი ბი სი-ს“ რუსული სამსახური ავრცელებს. 

ჩეჩნეთის ლიდერის ქალიშვილმა პარიზში ტანსაცმლის კოლექციასთან ერთად, ჩეჩნეთის მთელი ანსამბლი ჩაიყვანა და ჩვენება ჩეჩნური მუსიკის ფონზე გამართა.

ჩეჩნეთის ტელევიზიამ ჩვენებას აღფრთოვანებული სიუჟეტი მიუძღვნა „თავშეკავებული სიდიადეა ის, რაც ასე აკლია პარიზულ მოდას და რაც Firdaws-მა ფრანგ მაყურებელს წარუდგინა“,-ნათქვამია სიუჟეტში.

თავად აიშატი ამბობს, რომ კოლექცია სიყვარულის ისტორიაზე მოუთხრობს.

„მე ვნახე, როგორ მოუტანა მამამ დედაჩემს მთიდან ჩამოტანილი ედელვაისი, რომლის ძებნას რამდენიმე დღე დასჭირდა“,-აცხადებს მოდის სახლის ხელმძღვანელი. 

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,337,788 ნახვა
%d bloggers like this: