ბენიამინ ნეთანიაჰუმ საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტია გამარჯვებულად გამოაცხადა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი პარტია “ლიკუდი” გამარჯვებულად გამოაცხადა.

ნეთანიაჰუს თქმით, ეს არის უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მის ცხოვრებაში. 

“ჩვენ ყველა მოწინააღმდეგესთან გავიმარჯვეთ. მე მჯერა ებრაელი ხალხის. მე მოვიარე მთელი ქვეყანა და ვანხე, რომ ისინი მხარს გვიჭერენ. ჩვენ საუკეთესო ათწლეული მოვუტანეთ სახელმწიფოს”,- განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა. 

ეგზიტპოლების თანახმად, სამთავრობო პარტია “ლიკუდმა” არჩევნებში 29%, ხოლო ოპოზიციურმა პარტია “თეთრი და ლურჯმა” 23% მიიღო. 

Facebook Comments
%d bloggers like this: