გამყრელიძე: დარწმუნებული ვარ, რომ კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები კიდევ იქნება

“დილის მონაცემებით, შესაძლო შემთხვევათა რიცხვი რა თქმა უნდა იზრდება ანუ ვინც ექვემდებარება გამოკვლელვას, 90-ს გადასცდა”, -ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით განაცხადა.

 როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე ვირუსის მხოლოდ სამი დადასტურებული შემთხვევაა. 

“როდესაც შესაძლო შემთხვევათა რიცხვი იზრდება ეს იმას ნიშნავს, რომ სწორედ ეს არის ერთ-ერთი ინდიკატორი იმისა, რომ ჩვენ ძალიან ფრთხილად ვართ. არ უნდა შეგვეშინდეს, რომ შესაძლო შემთხვევათა რიცხვი გაიზრდება. მთავარია, რომ შევინარჩუნოთ რაც შეიძლება ნაკლები დადასტურებული შემთხვევები. დარწმუნებული, ვარ რომ დადასტურებული შემთხვევები კიდევ იქნება და აქაც მთავარია, რომ ეს ადამიანები დროზე იყვნენ იდენტიფიცირებული”, – განაცხადა გამყრელიძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში. 

ცნობისთვის, საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსის სამი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსით ინფიცირებული მოქალაქეები მკურნალობას ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში გადიან. 

Facebook Comments
%d bloggers like this: