გიორგი კახიანი: საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გიორგი კახიანის განცხადებით, ოპოზიციამ საარჩევნო სისტემას სხვა საკითხი არ უნდა დაუკავშიროს.

გიორგი კახიანი ოპოზიციის იმ მოთხოვნას პასუხობს, რომლის თანახმადაც საარჩევნო სისტემაზე შესათანხმებლად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ.

„საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან. ვისაც სურს, რომ საარჩევნო სისტემაზე ვისაუბროთ, ჩვენ ამისთვის მზად ვართ. არაერთი კომპრომისული ნაბიჯი გადავდგით. თუ ოპოზიციის მხრიდან ოდნავ მაინც არსებობს მზაობა , ჩვენ აუცილებლად კონკრეტულ მოდელზე შევჯერდებით“, – აღნიშნა გიორგი კახიანმა.

Facebook Comments
%d bloggers like this: