იყო დრო, როდესაც მას ეკავა პოლიტიკური თანამდებობა, მაგრამ არასოდეს ყოფილა პოლიტიკანი-გელა არაბიძე

Nusagi

,,მოვისმინე ბატონი ამირან გამყრელიძის სატელევიზიო გამოსვლა და გული მეტკინა. უსამართლობის შეგრძნება ძალიან ძნელია. მინდა მოგახსენოთ, რომ ბატონ ამირანს კარგად იცნობს მსოფლიო სამედიცინო საზოგადოება. არც დაფასება, პატივისცემა და აღიარება აკლია მათგან.

ბატონ ამირანს, მისი პირადი კონტაქტებით, ბევრჯერ გამოუყვანია ჩვენი ქვეყნის მედიცინა მძიმე მდგომარეობიდან, იმის მიუხედავად, თუ რომელი მთავრობა იყო სათავეში. იყო დრო, როდესაც მას ეკავა პოლიტიკური თანამდებობა, მაგრამ არასოდეს ყოფილა პოლიტიკანი.

ამის დასადასტურებლად შეგიძლიათ ნახოთ მისი თაოსნობით განხორციელებული პროექტები, საკანონმდებლო აქტები, რეგულაციები და ა.შ. დარწმუნდებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ისინი დღევანდელი მედიცინისათვის. თუ ვინმეს აინტერესებს, როგორი პროფესიონალი და მეცნიერია იგი, გაეცანით მის პრაქტიკულ, სამეცნიერო პუბლიკაციებს. აღმოაჩენთ, რომ მათი დიდი ნაწილი ფუძემდებლურია თანამედროვე მეცნიერული მედიცინისათვის, ხოლო რაც შეეხება მის შრომისუნარიანობას, საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ 24 საათიანი სამუშაო დღე, მისთვის ჩვეულებრივი მდგომარეობაა (ბოლო დღეებში თქვენც შეამჩნევდით). ამირან გამყრელიძის მდგომარებიდან გამოყვანა შეუძლებელია, რადგან იგი მაღალი ზნეობის და კუტურის მატარებელია, ამაზე მეტად არ ბრაზდება, რაც ნახეთ. დღეს, როდესაც ძალიან ბევრი, თავს აძლევს უფლებას ილაპარაკოს მედიცინის ავკარგიანობაზე, ალბათ უნდა გაითვალისწინონ, რომ მედიცინა მეცნიერებაა და ზეპოლიტიკურია. ყველა გადაწყვეტილება მტკიცებულებაზე დაფუძნებული უნდა იყოს. მინდა შეგახსენოთ, რომ ბატონი ამირანი მწირი რესურსებით!!!

მკიცებულებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებით, საქმის წარმატებულად კეთების დიდოსტატია, რაც ბევრჯერ გვინახავს და დაწმუნებული ვარ მომავალშიც ასე იქნება. ბატონო ამირან ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ ყველა განათლებულმა ექიმმა იცის თქვენი ფასი. კიდევ ერთხელ მინდა დაგიდასტუროთ ჩემი უღრმესი პატივისცემა და გავიხსენო ქართული სიბრძნე „არ ვარგა კაცი უმტერო და არცა მტერმორეული“ “-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გელა არაბიძე

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: