ოთარ კახიძე: ღიმილის მომგვრელია წინადადება, რომ 40 ოლქად ჰყოფენ და 20 ოლქად ვერა

40 ოლქად ხომ ჰყოფენ საქართველოს თავიანთი შემოთავაზებით, მერე შეაერთონ 2-2 ოლქი და გამოვა 20 – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა ოთარ კახიძემ განაცხადა.

„რაც შეეხება რაღაც ჩამკეტებს, ჩამკეტებზე საუბარი არასერიოზულია. ჩვენ გვაქვს შეთავაზება 130/20, რომ მნიშვნელოვნად იყოს მიღწეული მაქსიმალურად პროპორციული სისტემა, ამიტომ ღიმილის მომგვრელია წინადადება, რომ 40 ოლქად ჰყოფენ და 20 ოლქად ვერა.
130/20 არის სისტემა, სადაც თუ მაჟორიტარებსაც მოიგებ 43%-ით აკომპლექტებ მთავრობას. თუ ქართულ ოცნებას აქვს 43%, მაშინ დათანხმდნენ ამ შემოთავაზებას და განვმუხტოთ კრიზისიც, ოღონდ თუ გაათავისუფლებენ პოლიტპატიმრებსაც“. – განაცხადა კახიძემ.

Facebook Comments
%d bloggers like this: