პროფესორი ბენტვიჩი: კორონავირუსთან დაკავშირებით შემოღებული უკიდურესი ზომები გაუმართლებელია

კორონავირუსის გამო კაცობრიობას მასობრივი საფრთხე არ ემუქრება და ვირუსთან დაკავშირებით შემოღებული უკიდურესი ზომები გაუმართლებელია, – ამის შესახებ ბენ-გურიონის სახელობის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტთან არსებული ტროპიკული დაავადებებისა და შიდსის შესწავლის ცენტრის ხელმძღვანელი ცვი ბენტვიჩი თავის სტატიაში წერს.

„ამ დაავადებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის მაჩვენებელი, დაახლოებით, 1%-ია, რაც მნიშვნელოვნად მცირეა, ვიდრე ატიპიური პნევმონიის შემთხვევაში (9.5% 2002 წელს და 34.4% 2012 წელს). უფრო მეტიც, აშშ-ში კორონავირუსით უფრო ნაკლები ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე ჩვეულებრივი გრიპის დროს. ახალი ეპიდემიისგან გარდაცვლილთა უმეტესობა ხანდაზმულია, რომელთაც სხვა დაავადებებიც ჰქონდათ“, – წერს ცვი ბენტვიჩი თავის სტატიაში.

მისივე თქმით, უადგილოა შიში, რომ კორონავირუსი მსოფლიოს მასშტაბით მასობრივ სიკვდილიანობას გამოიწვევს. „შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ახალი ეპიდემია ისე განვითარდება, როგორც კარგად ცნობილი გრიპის ეპიდემია და უახლოეს თვეებში კლებაზე წავა. ამავდროულად დაავადებულთა რიცხვი შესაძლოა მაღალ დონეზე შენარჩუნდეს, ვინაიდან კორონავირუსი ერთი ადამიანიდან მეორეზე ძალიან იოლად გადადის“, – წერს პროფესორი.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: