რუსეთის კიბერშეტევა საქართველოს წინააღმდეგ მიმართული აგრესიის ნაცნობი სქემის გაგრძელებაა

შარშან ოქტომბერში რუსეთმა განახორციელა თავხედური კიბერშეტევა საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც მიზნად ისახავდა ჩვენი სუვერენიტეტის შელახვას,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გამოცემა “Morning Consult“-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში საუბრობს.

პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების და გაერთიანებული სამეფოს დახმარებით, საქართველომ ახლახან დადო დასკვნა, რომ ამ შეტევის უკან იდგა რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამმართველო, იგივე გრუ – უწყება, რომელსაც ასევე ედება პასუხისმგებლობა 2015-2017 წლებში უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბური ზიანის მომტანი კიბერშეტევის განხორციელებაზე.

სასხელმწიფო მდივანმა, მაიკლ პომპეომ დაგმო ხსენებული თავდასხმა და განაცხადა, რომ „ეს მიუთითებს რუსეთის გრუ-ს სისტემატური კიბეროპერაციების სქემის უწყვეტ ხასიათზე. ჩემს ქვეყნაზე რუსეთის მიერ განხორციელებული კიბერშეტევა, რომელიც მიმართული იყო ონლაინ მომსახურების პროვაიდერების წინააღმდეგ, მიზნად ისახავდა სახელისუფლებლო და კერძო ვებგვერდების, მედიასაშუალებების და ჩვენი მართლმსაჯულების სისტემის მუშაობის შეფერხება. ეს შეტევა წარმოადგენს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული აგრესიის ნაცნობის სქემის გაგრძელებას. ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრის შემდეგ (1992 და 2008 წლებში) რუსეთი აგრძელებს ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიების 20%-ის უკანონო ოკუპაციას“,- ნათქვამია სტატიაში.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: