საქართველოში დღეს დედის დღეს აღნიშნავენ

დედის დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებულად აღნიშნავენ. ასევე განსხვავებულია მისი თარიღი და დაწესების ისტორია.

საქართველოში დედის დღე 3 მარტია. ის ქვეყნის პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააწესა. დედის დღეს საქართველოში ქალთა საერთაშორისო დღე – 8 მარტი უნდა ჩაენაცვლებინა, თუმცა ვერ შეძლო და დღეს ქალებს მარტში ორი დღე აქვთ, პირველს მხოლოდ დედებს ულოცავენ, მეორეს კი, ყველა ქალს.

3 მარტი ოფიციალურად უქმე დღეა. დღესასწაულს ქვეყანა სხვადასხვა ღონისძიებებით ხვდება. ტრადიციულად შვილები დედებს ყვავილებს, ღია ბარათებს ან სიმბოლურ საჩუქრებს ჩუქნიან.

Facebook Comments
%d bloggers like this: