უკრაინაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

უკრაინაში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ინფიცირებული პირი ქვეყანაში რამდენიმე დღის წინ იტალიიდან დაბრუნდა. კვლევა კორონავირუსზე ჯამში 4 ადამიანს ჩაუტარდა. მიმდინარეობს იმ ადამიანებზე დაკვირვება, ვისაც ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი.

შემთხვევა ჩერნოვცის ოლქში დაფიქსირდა. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: