ამირან გამყრელიძემ კარანტინში და თვითიზოლაციაში მყოფებს მადლობა გადაუხადა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ კარნტინში და თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს მადლობა მოუცხადა.

მისი თქმით, ისინი კარგად აცნობიერებენ თავიანთ სამოქალაქო პასუხისმგებლობას და იცავენ იმ წესებს, რაც დაკავშირებულია კარანტინთან და თვითიზოლაციასთან.

„ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ ქვეყანაში არ გავრცელდეს ვირუსი. ეს ადამიანები ძირითადად საქართველოს მოქალაქეები არიან“,-განაცხადა მან.

გამყრელიძემ თხოვნით მიმართა დამსაქმებლებს, რომ მაღალდასნეულებული ქვეყნებიდან დაბრუნებული თანამშრომლები არ დაუშვან სამსახურში, თუ არ იქნება დაცული შესაბამისი თვითიზოლაციის რეჟიმი. 

„დღეს გამოვიდა შესაბამისი ნორმატიული აქტი, რომ ამ ადამიანებს ეს არ ჩაეთვალოთ განაცდენში და შეუნარჩუნდეთ შესაბამისი ანაზღაურება“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, დღეს საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

„საქართველოში 30 იანვრიდან დღემდე შესაძლო 239 შემთხვევიდან დადასტურებულია სამი შემთხვევა. დღეს ლუგარის ცენტრში დილიდან გაიგზავნა 36 ანალიზი. იმერეთიდან იყო 5, ყველა უარყოფითია. კარანტინში იმყოფება სულ 140 ადამიანი“,-განაცხადა მან.

Facebook Comments
%d bloggers like this: