გერმანიის ელჩმა გერმანული ენის ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულები დააჯილდოვა

საქართველოს გოეთეს ინსტიტუტში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან ერთად გერმანული ენის ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა.

ეროვნული დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიას მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრნენ და გამარჯვებულები დააჯილდოვეს გერმანიის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა და გოეთეს ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე საშა ფაბრიმ.

გერმანული ენის ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულები გახდნენ ქეთევან კალანდაძე, #1 ექსპერიმენტული საჯარო სკოლის მოსწავლე და #195 საჯარო სკოლის მოსწავლე ელენე მინდიაშვილი. ისინი საქართველოს სახელით გერმანიაში, ქ. დრეზდენში  გერმანული ენის საერთაშორისო ოლიმპიადაზე გაემგზავრებიანრომელიც 2020 წელს 26 ივლისიდან 8 აგვისტომდე გაიმართება.  

გოეთეს ინსტიტუტში გერმანული ენის ეროვნული ოლიმპიადის დაჯილდოვებაზე „ანი-ZET“-ის რობერტ შუმანის ევროპული სასწავლებლის მოსწავლეებმა  თამარ გოლიაძემ და ქეთევან ყიფიანმა ქალაქ ვაიმარში ახალგაზრდულ შეკრებაზე „ჩვენ ვართ მომავალი“ გასამგზავრებელი საგზურები მიიღეს, ხოლო მათე ღვინჯილიას ვ. კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის #199 საჯარო სკოლის მოსწავლეს გადაეცა გოეთეს ინსტიტუტის გერმაული ენის შესწავლის კურსის ვაუჩერი.  

გერმანული ენის საერთაშორისო ოლიმპიადა მსოფლიო მასშტაბით გერმანულ ენაში ყველაზე დიდი კონკურსია, რომელიც ყოველ ორ წელიწადში ერთხელ გერმანიაში ტარდება და მასში 5 კონტინეტის დახლოებით 75 ქვეყნის მოსწავლე მონაწილეობს. ეროვნულ ოლიმპიადებში გამარჯვებული მოსწავლეები საერთაშორისო დონეზე ეჯიბრებიან ერთმანეთს ენის ცოდნაში, ჯგუფური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარებში. გერმანული ენის საერთაშორისო  ოლიმპიადა მიზნად ისახავს ახალგაზრდებში გერმანული ენისადმი ინტერესისა და ტოლერანტობის გაღრმავებას, მათთვის გერმანული კულტურული მრავალფეროვნებისა და სამოქალაქო საზოგადოების გაცნობას. 
 

გასულ წლებში საერთაშორისო ოლიმპიადა დრეზდენში (2008), ჰამბურგში (2010), ფრანკფურტში (2012,2014), ბერლინსა (2016) და ფრაიბურგში (2018) გაიმართა.

გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში:

– მოხარული ვარ, რომ გოეთეს ინსტიტუტში ვიმყოფებით, სადაც გერმანული ენის ეროვნული ოლიმიადის გამარჯვებულები დავაჯილდოვეთ. ჩვენ საუკეთესო მოსწავლეები შევარჩიეთ, რომლებიც გერმანულ ენას სწავლობენ, მათგან კი 2 გერმანიაში გერმანული ენის საერთაშორისო ოლიმპიადაზე გაემგზავრება. როდესაც ვხედავთ რომ გერმანული ენის კონკურსში იღებენ მონაწილეობას, ეს ჩვენც გვიღვიძებს მოტივაციას, რომ ჩვენც შევისწავლოთ უცხო ენები. მიმაჩნია რომ აქ ბევრი ახალგაზრდა დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდა და მათ ჰქონდათ მოტივაცია რომ გაემარჯვათ ამ ოლიმიადაში.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: