გიორგი გახარიამ ნიკოლ ფაშინიანს წმინდა კავკასიური ჯიშის მეცხვარე ძაღლი აჩუქა

პრემიერ-მინისტრმა საქართველოში ვიზატად მყოფ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს წმინდა კავკასიური ჯიშის მეცხვარე ძაღლი აჩუქა. შესაბამისი ფოტო სომხეთის მთავრობის მეთაურმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა .

„ჩემი მეგობრის, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ძვირფასი საჩუქარი, ბომბორი, წმინდა კავკასიური მეცხვარე. ის იქნება ჩვენი მეხუთე ძაღლი კაილოს, დათვის, ამპიკას და მოლის შემდეგ. მადლობა!“- წერს სომხეთის პრემიერ-მინისტრი „ფეისბუქზე“.

მოგვიანებით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ვიდეომასალაც გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი  ფაშინიანს ლეკვს გადასცემს და აღნიშნავს: “ეს სინამდვილეში არის ის, რაც საქართველოს შეეძლო თავისი მოეცა თქვენთვის, ცოცხალი”.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დღეს დასრულდება.

Facebook Comments
%d bloggers like this: