დაკავებული გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი სასამართლო პროცესს დღეს პირველად დაესწრო

15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო დაკავებული გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი სასამართლო პროცესს დღეს პირველად დაესწრო. ბრალდებულმა მოსამართლეს განუცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს.

საქალაქო სასამართლოში დღეს პირველი არსებითი განხილვა გაიმართა. დაცვის მხარე აქტიურად საუბრობს მტკიცებულებების არ არსებობაზე. გოგი მოსიაშვილი ერთადერთ ჩვენებაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც მისი თქმით, საქმეში დაინტერესებულ პირს ეკუთვნის.

„ბრალდების სახელმძღვანელოდ დღემდე რჩება ერთადერთი პირის ჩვენება. სხვა მტკიცებულება, რომელიც მარიანა ჩოლოიანის ბრალდებას დაადასტურებდა, საქმეში არ არსებობს. ბრალდებას ჰყავს გამოკითხული ძალიან ბევრი ადამიანი, თუმცა არცერთი არ საუბრობს ჩოლოიანის ბრალეულობაზე“,-აცხადებს ადვოკატი.

15 წლის მოზარდმა, ლუკა სირაძემ პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაამთავრა. გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს ჩვენების მიღების მიზნით, ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ადანაშაულებენ. 

Facebook Comments
%d bloggers like this: