თეთნულდზე ზვავის ჩამოწოლას სამი ტურისტი ემსხვერპლა

იტალიელი ტურისტების 10-კაციანი ჯგუფი თეთნულდზე აკრძალულ ზონაში სრიალებდა, რის გამოც ზვავი მოწყდა. სტიქიამ სამი ადამიანი იმსხვერპლა. 

შემთხვევას ოთხი მათგანი გადაურჩა, ხოლო დარჩენილი ექვსი ადამიანი ზვავმა მოიყილა.

“მომხდარზე სამაშველო სამსახურმა მყისიერი რეაგირება მოახდინა. ორი ადამიანი უვნებლად გამოიყვანეს ზვავიდან, ერთს კი მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება. სამწუხაროდ, დარჩენილი 3 ადამინის გადარჩენა ვერ მოხერხდა, მაშველებმა ისინი გარდაცვლილები იპოვნეს.

“მთის კურორტების განვითარების კომპანია” მოგმართავთ თხოვნით, თქვენივე უსაფრთხოებისთვის ნუ გადახვალთ აკრძალულ ტერიტორიაზე სასრიალოდ, დაემორჩილეთ ადმინისტრაციასა და მომზადებულ სათხილამურო გზებზე მარკირებულ ნიშნებს”,- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. 

Facebook Comments
%d bloggers like this: