მართლა გადაიხადა თუ არა აბრამოვიჩმა დოსტოევსკის ვალი კაზინოში

რამდენიმე დღეა, ინტერნეტში აქტუალურია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსმა მილიარდერმა, რომან აბრამოვიჩმა ვისბადენის კაზინოში თეოდორ დოსტოევსკის ვალი გადაიხადა, თან მოითხოვა, კედლიდან ჩამოეხსნათ დაფა, რომელზეც მწერლის ვალის შესახებ ეწერა. ინტერნეტში აბრამოვიჩის სიტყვებიც ვრცელდება, რომელიც თითქოსდა, მან კაზინოს ადმინისტრაციას უთხრა: „ჩამოხსენით ეს სამარცხვინო ცხრილი, დოსტოევსიკის არავის ვალი არ აქვს“.

ეს მშვენიერი ამბავი მართლაც იმსახურებს ფართო ტირაჟირებას, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ის ფეიკი არ არის და სიმართლეა. 

აღნიშნული ისტორიის პირველწყაროს ძებნა რუსულმა გამოცემებმა დაიწყეს და სერბეთში მიაგნეს გამოცემას Markukule, რომელშიც წერია, რომ ეს კეთილშობილური საქციელი აბრამოვიჩმა 2013 წელს ჩაიდინა. თუმცა, თარგმანის და გადმოწერისას, ბევრმა საინფორმაციო საშუალებამ ეს თარიღი გააქრო და ახალ ამბად გაასაღა. 

თარიღს რომ თავი დავანებოთ, არც თვითონ ამბავი აღმოჩნდა უტყუარი.  

გამოცემა Naslovna strana წერს, რომ მსგავსი ეპიზოდი სერბი მწერლის, მიორდრაგ ბულატოვიჩის ნაწარმოებში „ადამიანები ოთხი თითით“ გვხვდება. რომანის გმირი აპირებს გდაფაროს დოსტოევსკის ყველა ვალი, ოღონდ არა ვისბადენში, არამედ ბადენ ბადენში. და არა კაზინოს, არამედ სასტუმროს დავალიანება. რომანის გმირის თქმით, დოსტოევკის ვალების დაფარვა ყველა სლავი ადამიანის ვალია.

ინტერნეტში გავრცელებულ ინფორმაციას დოსტოევსკის ფონდის ხემძღვანელი, ლიტერატურათმცოდნე იგორ ვოლგინი გამოეხმაურა. მისი თქმით, ეეჭვება, რომ დოსტოევსკის ვისბადენის კაზინოში რაიმე დავალიანება ჰქონოდა. 

„ვისბადენში, როდესაც ის უკაპიკოდ იჯდა, 1865 წელს კატკოვმა გამოუგზავნა ავანსი წიგნისთვის „დანაშაული და სასჯელი“- სულ ეს არის ცნობილი. 2-3 წლის წინ იყო საუბარი, რომ გამოგვესყიდა ბინა, სადაც ის ცხოვრობდა. იქნებ აბრამოვიჩმა შეიტყო ამის შესახებ და გამოისყიდა, მაგრამ ჩვენთვის ამის შესახებ არავის უცნობებია. დოსტოევსკის ვალები 1865 წელს კატკოვმა გადაიხადა. გერცენმაც გაუგზავნა ცოტა თანხა. სულ ეს იყო. არანაირი სხვა ვალის შესახებ ცნობილი არ არის და რა უნდა გადაეხადა აბრამოვიჩს? ჰქონდა სასტუმროს დავალიანება, მაგრამ 200 წლის შემდეგ ხომ არ უნდა გადავიხდოთ?“,-განაცხადა ვოლგინმა. 

როგორც ინტერნეტ პორტალი mixnews წერს, აბრამოვიჩის მიერ დოსტოევსკის ვალის გამოსყიდვა კეთილი ლეგენდაა, რომელსაც სიმართლესთან საერთო არაფერი აქვს. აღნიშნული ისტორია კი, საჩვენებელია, რადგან ფეიკ ნიუსს ეხება. სულ ერთი დაწკაპუნება და ნებისმიერ მსურველს ან სპეციალისტის სკეპტიციზმთან მიიყვანს, ან ორიგინალთან, რომელიც სიმართლის გარანტად ვერ ივარგებს. თუმცა, ბევრი მხოლოდ სათაურების წაკითხვით შემოიფარგლება. 

ამიტომ, ძვირფასო მითხველო, იყავით ყურადღებით  და ნუ წამოეგებით კლიკბეითების ანკესს,-წერს გამოცემა.

Facebook Comments
%d bloggers like this: