ნიდერლანდებში ექიმს, რომელიც იტალიიდან დაბრუნდა და პირდაპირ სამსახურში გავიდა, კორონავირუსი აღმოაჩნდა

ნიდერლანდებში ექიმს, რომელიც იტალიიდან დაბრუნდა და პირდაპირ სამსახურში გავიდა, კორონავირუსი აღმოაჩნდა,- ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

ექიმი ამსტერდამის ორ ცენტრალურ საავადმყოფოში მუშაობს და სანამ კორონავირუსი აღმოაჩნდებოდა, ორივეში გავიდა და უამრავი პაციენტის მიღება მოასწრო.

ეს ნიდერლანდებში კორონავირუსის შეტანის უკვე მეორე შემთხვევაა. პირველი შემთხვევაც იტალიიდან დაბრუნებულ მედიცინის მუშაკს ეხება. სხვადახვა ინფორმაციით, ქვეყანაში უკვე 40-მდე ინფიცირებულია რეგისტრირებული.

Facebook Comments
%d bloggers like this: