საბერძნეთმა სირიელი მიგრანტების წინააღმდეგ გაზი გამოიყენა

საბერძნეთის საზღვართან პოლიციამ სირიელი მიგრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ამის შესახებ “როიტერი” იუწყება.

თურქეთის გავლით მიგრანტები საბერძნეთის საზღვრის გადაკვეთას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. 

საბერძნეთსა და თურქეთს შორის საზღვარზე მიგრაციული ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ანკარამ მიგრანტებისთვის საზღვარი გახსნა. გადაწყვეტილება თურქეთმა იმით ახსნა, რომ ევროკავშირი მას ბაშარ ალ ასადის რეჟიმთან ბრძოლაში საკმარის მხარდაჭერას არ უცხადებს. 

დღეისათვის თურქეთში 3.6 მილიონზე მეტი მიგრანტია გადასული. მათ ევროკავშირის ქვეყნებში მოხვედრა სურთ. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: